The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



არტემ დიმიტრის ძე კვაჭანტირაძე

არტემ დიმიტრის ძე კვაჭანტირაძე
Date of birth:1879
Date of death:1919  (at 40 years)
Burial location:სოფელი ოქროსხევი
Category:Composer, Educator, Public Figure

Biography

    არტემ კვაჭანტირაძე დაიბადა 1879 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ოქროსქედში. სწავლობდა ხარკოვის მუსიკალურ სასწავლებელში.

   1909 წელს სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა და ჩააბარა ვარშავის კონსერვატორიაში. სამშობლოში დაბრუნებული არტემ კვაჭანტირაძე ქუთაისის გიმნაზიაში მუშაობდა. 1901 წლიდან „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გადაწყვეტილებით გიმნაზიის დირექტორად იოსებ ოცხელი დაინიშნა, რომელიც თეატრის, მუსიკისა და მწერლობის დიდი მოამაგე იყო, სპექტაკლზე მოსწავლეთა დასწრებას წახალისების საშუალებად იყენებდა,  თეატრისადმი სიყვარულს და პატივიცემას უნერგავდა მოზარდებს და პედაგოგებთან ერთად მსახიობებს  პირობებს უქმნიდა, ქართული მუსიკის პატივისცემას ასწავლიდა მოზარდებს და  ძველი სიმღერა-გალობების ქომაგი იყო. გიმნაზიაში კულტურულ საგანმანათლებლო მუშაობა ჩქეფდა. გიმნაზიის სიმებიან ორკესტრს ხელმძღვანელობდა არტემ კვაჭანტირაძე. ცხადია, სკოლის ორკესტრს, მომღერალთა გუნდსა და დრამატულ წრეს დაკისრებული ჰქონდა აღზრდის, განათლების, ეროვნული სულისკვეთების გაღრმავებისა და  საქველმოქმედო ფუნქციები.

    არტემ კვაჭანტირაძე  ავტორია პირველი ქართული ვალსისა „გურულების სიზმარი“, რომელიც ნასაკირალის ბრძოლას მიუძღვნა და ვალსი დაიბეჭდა 1906 წელს მოსკოვში გროსეს მუსიკალური ლიტერატურის ლითოგრაფიაში. იოსებ ოცხელის შემწეობით იქვე დაიბეჭდა კვაჭანტირაძის მეორე ვალსი „სევდა საქართველოს“, რომელიც ილიას ბარბაროსულ მკვლელობას ეძღვნებოდა და  ეს ვალსი პირველად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ილიას მკვლელობის წლისთავზე იქნა შესრულებული. კვაჭანტირაძეს, გარდა ამ ორი ვალსისა, სხვა მუსიკალური ნაწარმოებებიც ჰქონდა დაწერილი, მათ შორის ოპერა, თუმცა ისინი ჩვენამდე შემორჩენილი არ არის.

   არტემ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა 1919 წელს და დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

Share: