The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სოლომონ დავითის ძე ფურცელაძე

სოლომონ დავითის ძე ფურცელაძე
Date of birth:1890
Date of death:1956  (at 66 years)
Category:Educator, Public Figure

Biography

   სოლომონ ფურცელაძე დაიბადა 1890 წელს.

   თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რუსული სიტყვიერების განყოფილებაზე ჩააბარა, რომელიც 1914 წელს დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. იგი საშუალო სკოლებში რუსულის მასწავლებლად მუშაობდა.

   1915 წლიდან სოლომონ ფურცელაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1930 წელს სოლომონ ფურცელაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე მიიწვიეს და რუსული ენის სწავლების მეთოდიკის კურსს კითხულობდა.

   სოლომონ ფურცელაძემ რამდენჯერმე გამოსცა ქართული სკოლებისთვის შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო. მასვე ეკუთვნის მონოგრაფია "რუსული ენის სწავლების მეთოდიკის შესახებ ქართულ სკოლებში".

   სოლომონ ფურცელაძე გარდაიცვალა 1956 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

Bibliography


Share: