The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ბიქტორ ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილი

ბიქტორ ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილი
Legal name:ბიქტორ ნიკოლოზის ძე კალანდარაშვილი
Date of birth:18??
Category:Politician, Public Figure

Biography

   ბიქტორ კალანდარიშვილის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი უცნობია.

   1902 წელს  სენაკის მაზრაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალურ მუშაობაში ჩაება. პირველი სოციალ-დემოკრატიული არალეგალური ორგანიზაცია შესდგა სოფელ შხეთში და შემდეგ თეკლათში. ამ ორგანიზაციებს, კალანდარაშვილის საშუალებით, კავშირი ჰქონდა ქუთაისში იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტთან, საიდანაც  არალეგალური ფურცლები მიჰქონდა სამეგრელოში.

   სენაკის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია ქუთაისიდან მიღებულ პროკლამაციებს, დავით ჭელიძის დახმარებით, სენაკის კოწია თავართქილაძისეულ ლეგალურ სტამბაში ბეჭდავდა და ავრცელებდა.

  1904 წელს, ბიქტორ კალანდარაშვილის აქტიური მონაწილეობით, სენაკის სოფლების გლეხობამ მემაულეთა წინააღმდეგ გაფიცვა მოაწყო. ზოგიერთმა მემამულემ გლეხებს დაუთმო. გლეხობა მიწის დამუშავებას მოითხოვდა. დემონსტრაცია, რომელსაც კალანდარიშვილი ხელმძღვანელობდა, წითელი დროშით და მარსელიოზის სიმღერით გაიმართა.

  1909 წლიდან ბიქტორ კალანდარიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სენაკის განყოფილების, ხოლო 1918 წლიდან საზოგადოების ნამდვილი წევრი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრი (1909-)

Bibliography


Share: