The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე დავითის ძე კაკაბაძე

ივანე დავითის ძე კაკაბაძე
Other name:ი. ბულბულაშვილი  (Pseudonym)
ი. ფარიანი  (Pseudonym)
ფარული გვარი  (Pseudonym)
ფრანგი მეზღვაური დიუკარი  (Pseudonym)
Date of birth:18??
Date of death:27 February, 1919
Category:Actor/Actress, Public Figure, Entertainer

Biography

   ივანე კაკაბაძის დაბადების თარიღი უცნობია.

   1888 წელს ივანე კაკაბაძე სცენაზე გამოვიდა და მას შემდეგ ერთგულად ემსახურებოდა პროვინციის სათეატრო ხელოვნების განვითარებას, როგორც პიესებში მთავარი როლების შესრულებით, ასევე საგასტროლოდ ჩასულ დედაქალაქის დრამატიულ დასებში მსახიობობით. იგი საქველმოქმედო წარმოდგენებში სრულიად უფასოდ მონაწილეობდა და ეს შემოსავალი ადგილობრივი საზოგადოების საკულტურო-საქველმოქმედო დაწესებულებათა შენახვას ხმარდებოდა.

   1899 წლიდან ივანე კაკაბაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი, ხოლო 1916 წლიდან ამ საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი.

    1918 წელს ივანე კაკაბაძეს 30 წლის იუბილე გადაუხადეს და, სხვათა შორის, ქალაქის საბჭოსა და სომხების საზოგადოების წარმომადგენლებმაც მიულოცეს და საჩუქრები მიართვეს.

    ივანე კაკაბაძე სიცოცხლის ბოლომდე თელავის სცენაზე თამაშობდა. ასრულებდა მთავარ როლებს. თელავის სცენაზე დაიდგა „და-ძმა“, სადაც გაიოზის როლს ვანო კაკაბაძე ასრულებდა.

   ივანე კაკაბაძე გარდაიცვალა 1919 წლის 27 თებერვალს და დაკრძალულია თელავში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1910-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

Bibliography


Share: