The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ (სოსო) გიორგის ძე ივანიძე

იოსებ (სოსო) გიორგის ძე ივანიძე
Date of birth:1 September, 1874
Date of death:22 October, 1918  (at 44 years)
Burial location:თბილისი, პეტრე-პავლეს სასაფლაო
Category:Actor/Actress, Writer, Filmmaker

Biography

    იოსებ ივანიძე დაიბადა 1874 წლის 1 სექტემბერს თბილისში.

    1897 წელს, სააგიტაციო მიზნით, ქართული წიგნის სავაჭრო გახსნა. იყო მამულიშვილური იდეით გატაცებული, სამშობლოს კულტურულ-საზოგადოებრივი წინსვლის დაუცხრომელი პროპაგანდისტი და ტრიბუნი.

    1899 წელს იოსებ ივანიძემ ქართულ სცენაზე დაიწყო მოღვაწეობა. იგი გახლდათ ცნობილი დეკლამატორი, ქართულ მწერლობაში აკაკის სკოლის მიმდევარი, ხოლო სცენაზე ვალერიან  გუნიას მიმბაძავი. ითვლებოდა თვალსაჩინო, ქართული სცენის ორიგინალურ მსახიობად, განსაკუთრებით, მოხუცი მამების საუკეთესო განმასახიერებლად. მან ითამაშა ედგარი „მეფე ლირში“, თომას ლეერი „დამნაშავეა?!“-ში, სიმონ ლიონიძე „სამშობლოში“, ოთარ ბეგი „ღლატში“, გელა „პატარა კახში“, როტმისტრი „ სამხრეთ ბანაკში“, პეპო „პეპოში“ და სხვა როლები.

    მე-19 საუკუნის 90-იან წლებში იოსებ ივანიძე გახლდათ ხელნაწერ ჟურნალ „თარის“ ერთ-ერთი მონაწილე, ჟურნალ „კვალის“ ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი და თანამშრომელი, სადაც ათავსებდა მამულიშვილურ და სამოქალაქო ჰანგით გაჟღენთილ ლექსებს, რომლებითაც თანამემამულეთ სამშობლოს სიყვარულისა და ჭეშმარიტების სამსახურისაკენ მოუწოდებდა. მას დარჩა ხელნაწერი პიესა „ქართველები“ და პოემა „თეონა“.

     1911 წლიდან ავლაბრის სახალხო თეატრს ჩაუდგა სათავეში, იყო ამ თეატრის სულისჩამდგმელი და რეჟისორი.

    1917 წლიდან იოსებ ივანიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში.

   შალვა დადიანი: „სოსოსთან რომ მიხვალ... დაგათრობს კარგი, ხალხური, ქართული სიტყვით... ბევრი უფრთხოდა ამ ლოთ სოსოს... ლოთს თავისი სამშობლოს სიყვარულით, ლოთს მშობლიური სიტყვიერების და ესთეტიურ მოვლენათა გახარებით... მას უყვარდა გალოთებით საქართველო, უყვარდა თეატრი, უყვარდა მწერლობა და ყველა განურჩევლად „სადეკეველთა და ფარისეველთა“, მთელი „კვორუმი“ ესთეტიურ შემოქმედთა“.

    იოსებ ივანიძე გარდაიცვალა 1918 წლის 23 ოქტომბერს და დაკრძალულია თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Bibliography


Share: