The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე გრიგოლის ძე სოლოღაშვილი

ალექსანდრე გრიგოლის ძე სოლოღაშვილი
Date of birth:20 July, 1870
Date of death:1932  (at 61 years)
Category:Medical Doctor, Interpreter, Writer

Biography

   ალექსანდრე სოლოღაშვილი დაიბადა 1870 წლის 20 ივლისს.

  ალექსანდრე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, მაგრამ 1893 წელს, ამბოხებაში მონაწილეიბისათვის, სემინარიიდან გარიცხეს.

   1897 წელს დაამთავრა ვონგლ-სვიდერსკაიას კბილის კერძო საექიმო სკოლა. იგი გახლდათ კბილის საექიმო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში.

   ალექსანდრე სოლოღაშვილი, სწავლის პარალელურად, თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან და „ივერიასა“ და „მოამბეში“ საკუთარ და ნათარგმნ მოთხრობებს ათავსებდა. იგი კრებდა ხალხურ ნაწარმოებებს, ჩაწერა და 1894 წელს „ივერიაში“ გამოაქვეყნა ხალხური: „ტარიელ და ნესტან დარეჯანი“.

   1907 წლიდან ალექსანდრე სოლოღაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი და მის სწავლას საზოგადოება ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიით აფინანსებდა.

   ალექსანდრე სოლოღაშვილი გარდაიცვალა 1932 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1907-1911)

Bibliography


Share: