The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე

ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე
Legal name:ერეკლე ლუკას ძე ბაქრაძე
Date of birth:1863
Date of death:28 April, 1916  (at 53 years)
Category:Writer, Educator

Biography

    ერეკლე ბაქრაძე დაიბადა 1863 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. დაამთავრა თბილისის საოსტატო სემინარია.

    1898 წლიდან მსახურობდა ჯერ ყარსში და იყო „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ყარსის განყოფილების აგენტი, ხოლო შემდეგ საქალაქო სკოლის ზედამხედველად არტაანში და ყოველ საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას მეთაურობდა.

    ერეკლე ბაქრაძე ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი პედაგოგი და აღმზრდელი. უმთავრესად წერდა ბავშვებისთვის და თანამშრომლობდა ჟურნალ „ჯეჯილში“.

    ერეკლე ბაქრაძე გარდაიცვალა 1916 წლის 28 აპრილს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ყარსის განყოფილების დამხმარე წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1892-1900)

Bibliography


Share: