შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
დავით იოსებისა ძე კავკასიძე (დეკანოზი)
ბიოგრაფიადავით კავკასიძე დაიბადა 1862 წელს მღვდლის ოჯახში. 1889 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერი სემინარია. 1889 წელს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ნადარბაზევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1891 წელს ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია. 1892 წელს გორიჯვრის წმინდა გიორგისსახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1893 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წელს სკუფია უბოძეს და იმავე წელს გორის მაზრის მე-6 ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1900 წელს გორის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. ამავე წლის მარტში ისევ გორიჯვრის ტაძარში დააბრუნეს. 1902 წელს კამილავკა ეწყალობა. 1910 წლიდან მამა დავითი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გორის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. 1914 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წელს ურბნისის ეპარქიის კრებაზე საეპარქიო საბჭოს წევრის მოადგილედ აირჩიეს და ამ დროს უკვე დეკანოზის წოდება აქვს. 1921 წელს, როგორც ურბნისის ეპარქიის დელეგატი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მე-3 საეკლესიო კრებას ესწრებოდა. დეკანოზი დავითი გარდაიცვალა 1935 წლის 26 აპრილს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |