|
ირაკლი კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი (მუხრანბატონი)
Legal name: | ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი |
Date of birth: | 17 July, 1813 |
Date of death: | 1892 (at 78 years) |
Category: | Royalty |
Biography
ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა 1813 წელს კონსტანტინე მუხრანბატონისა და ხორეშან ზაალის ასული გურამიშვილის ოჯახში.
ირაკლი ბაგრატიონი გახლდათ ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი - Действителный статский советник. მას ცოლად ჰყავდა ეკატერინე ივანეს ასული არგუტინსკაია–დოლგორუკოვა და შვილები: ბარბარე, სოფიო, ქეთევან, ალექსანდრე, თამარ, ლევან, გიორგი, მიხეილი. ცხოვრობდნენ სანკტ-პეტერბურგში.
ირაკლი ბაგრატიონი გახლდათ ბაგრატიონთა სამეფო სახლის მუხრანელთა შტოს მეთაური, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ეს წოდება გადავიდა მის შვილზე, ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელზე.
ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი გარდაიცვალა 1892 წელს.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)
Contacts Information
|