The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ალექსის ძე აღნიაშვილი (დეკანოზი)

გიორგი ალექსის ძე აღნიაშვილი
Date of birth:1856  (168 years)
Date of death:192?
Category:Religious leader

Biography

    გიორგი აღნიაშვილი დაიბადა 1856 წელს. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

   1883 წელს მღვდლად დაასხეს ხელი.

   1890 წელს სამხედრო უწყებაში გადავიდა და კავკასიის მსროლელთა ბატალიონის კაპელანად დაინიშნა.

   1891 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1892 წლიდან კასპიისპირეთის მე-2 ბატალიონის კაპელანია.

   1893 წელს ელიზავეტოპოლის გუბერნიაში, ელენდორფის დასახლებაში მდგარი N1 ლაბინის პოლკის ყუბანის კაზაკთა ეკლესიაში გადაიყვანეს.

   1895 წელს კავკასიის მე-2 კაზაკთა დივიზიის ეკლესიის წინამძღვარია.

   1904 წლიდან მამა გიორგი გახლავთ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1905 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1908 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა.

   1909 წელს წმ9ნდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა.

   1911 წლიდან აპშერონის 81-ე ფეხოსანი პოლკის კაპელანი და 21-ე ფეხოსანი დივიზიის მთავარხუცესია.

   1915 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი, ხოლო ამავე წლის 22 ოქტომბერს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1916 წელს ოქროს გამშვენებული ჯვრით წმინდა გიორგის ლენტით ე.ი.ვ. კაბინეტიდან უბოძეს.

   1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ალავერდის ეპარქიაში, თელავის მაზრის მე-2 ოლქში, სოფელ შილდის სამრევლოში მსახურობდა. ც

   მამა გიორგი XX საუკუნის 20-იანი წლების პირველ ნახევარშიჯერ კიდევ მოქმედი მღვდელმსახურად მოიხსენიება.  მისი შემდგომი ბედი უცნობია. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-1908)

Awards and Honors

  • 1915 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1908 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1905 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Bibliography


Share: