The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ივანეს ძე ვაჩნაძე

ალექსანდრე ივანეს ძე ვაჩნაძე
Date of birth:8 August, 1855
Date of death:1922  (at 66 years)
Category:Public Figure, Military Person

Biography

   ალექსანდრე ვაჩნაძე დაიბადა 1855 წლის 8 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ივანე ვაჩნაძის ოჯახში.

    ალექსანდრემ პოლტავის სამხედრო გიმნაზია და თბილისის იუნკერთა სასწავლებელი დაამთავრა. 1871 წლიდან პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკში მსახურობდა.

    1875 წელს პრაპორშჩიკის ჩინი მიიღო, 1877 წელს პოდპორუჩიკის და 1878 წელს 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის პორუჩიკის ჩინით დაჯილდოვდა.

    1881 წელს შტაბს-კაპიტანი გახდა და დაამთავრა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა - Офицерская стрелковая школа. 1888 წელს კაპიტანი, ხოლო 1899 წელს პოდპოლკოვნიკი.

    ალექსანდრე ვაჩნაძე რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების და რუსეთ-იაპონიის 1904–1905 წლების ომებში მონაწილეობდა.

   1899 წლიდან შემახის 261–ე პოლკის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა და მეთაურობდა ასეულს. სხვადასხვა დროს მსახურობდა ვოლნოს 53–ე ქვეითი პოლკში, სტავუჩანის 274–ე სარეზერვო ბატალიონში, ასპანდუზის სარეზერვო ბატალიონსა და მე–5 სამწყობრო პოლკში.

   1905 წელს ალექსანდრე ვაჩნაძე პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და 1913 წელს რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი გახდა.

   1910 წლიდან გახლდათ მე-5 საარტილერიო პოლკის მთავარსარდალი.

   1914 წლიდან ალექსანდრე ვაჩნაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სიღნაღის განყოფილების წევრი.

   1914 წლიდან თადარიგში გავიდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის, 1914–1918 წლებში გენერალი ალექსანდრე მწყობრში დაბრუნდა.

   1915 წელს ამიერკავკასიის მე-2 სარეზერვო ქვეითი ბრიგადის მეთაურად დაინიშნა, 1916 წელს კი კავკასიის მე-4 საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 

   ალექსანდრე ვაჩნაძე დაქორწინებული იყო თამარ ციციშვილზე  და ჰყავდა სამი შვილი: მართა, გიორგი და ელენე, ასევე ჰყავდა ნაშვილები ჩინელი ბიჭი, რომელიც რუსეთ-იაპონიის ომიდან დაბრუნებისას გემზე დაკარგული იპოვა. მთელი თავისი სამხედრო მოღვაწეობის განმავლობაში ალექსანდრეს გვერდში ედგა თავისი ძმა, კონსტანტინე, რომელიც გახლდათ გენერალ–მაიორი.

   გენერალი ალექსანდრე ვაჩნაძე გარდაიცვალა 1922 წლის 24 დეკემბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1914-)

Awards and Honors

  • 1915 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1909 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1906 - ოქროს იარაღი
  • 1893 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1889 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი, მახვილებითა და ბაბთით

Share: