The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იუსუფ აღა ვარშალომიძე

იუსუფ აღა ვარშალომიძე
Date of birth:1865
Date of death:1937  (at 72 years)
Category:Businessmen, Politician, Repressed

Biography

დაიბადა სოფ. ხელვაჩაურში 1865 წელს, მეუღლე უმიან ჭანიძე, შვილები: ახმედი, მამუდი, გულფიდანი. თავისი ხარჯით სოფ. კახაბერიდან სეფელ ხელვაჩაურამდე საურმე გზა გააყვანინა, აქვე ააგებინა  ერთი ხიდი, მთიდან გამოაყვანინა წყალი,  1920–1924 წლებში დაიქირავა მასწავლებელი სოფლის სკოლისათვის. 1922წელს საკუთარ სახლში გახსნა სკოლა, სადაც თავდაპირველად სწავლა იყო თურქულ ენაზე, შემდეგ კი 1923 წლიდან  ქართულად.  იყო სოფ. ხელვაჩაურში მალარიის ეპიდემიის დროს ექიმების დამფინანსებელი, იყო სოფ. ურეხის უპატრონო ბავშვთა სახლის დამფინანსებელი. მისი შემწეობით აჭარისწყალზე აიგო ხიდები, აგრეთვე, ეხმარებოდა მეზობელ სოფლებს გზის და ხიდების გაყვანაში ფინანსური მხარით. 1937 წელს დააპატიმრეს როგორც კულაკი და დახვრიტეს.

Member of Organizations

  • აჭარის მეჯლისი, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1913-1915)

Share: