Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე
Biographyსამსონ დათეშიძე, დაიბადა 1860 წელს რაჭაში, დაბა ამბროლაურში. 1882 წელს თბილისის საოსტატო ინსტიტუტი დაამთავრა და იმავე წლიდან მასწავლებლად მსახურობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და გახლდათ ამ გიმნაზიის დამსახურებული მასწავლებელი. 1892 წელს სამსონ დათეშიძე ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის ადმინისტრატორის თანამდებობაზე აირჩიეს. 1892 წლიდან იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1916 წლიდან ამავე საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. 1897-1898 სასწავლო წელს სამსონ დათეშიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრად იყო არჩეული. 1905 წელს სამსონ დათეშიძემ თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი დაამთავრა. სამსონ დათეშიძე იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში აკაკის მოგზაურობას უხელმძღვანელა და ახლდა კიდეც პოეტს ამ მოგზაურობაში. 1919 წლიდან განაგებდა "ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის" სტამბას თბილისში და გახლდათ გაზეთ "კოლხიდას" რედაქტორი. სამსონ დათეშიძე რაჭაში აგროვებდა ხალხურ ზეპირსიტყვიერებათა ნიმუშებს: ზღაპრებს, ლექსებს, შაირებს, ლეგენდებს, ანდაზებს და ბეჭდავდა პერიოდულ გამოცემებში. ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი. სამსონ დათეშიძე გარდაიცვალა 1928 წლის 28 იანვარს და დაკრძალულია ქუთაისში. . Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |