The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თორნიკე ზურაბის ძე გეგეშიძე

თორნიკე ზურაბის ძე გეგეშიძე
Other name:Зурабович  (Pseudonym)
ბაღდათელი  (Pseudonym)
ვანო  (Pseudonym)
თ. ჭყონდიდელი  (Pseudonym)
Date of birth:22 August, 1877
Date of death:14 July, 1942  (at 64 years)
Burial location:ქუთაისი, სოფელი ქვემო დიმი
Category:Educator, Interpreter, Public Figure, Publicist, Writer

Biography

    თორნიკე გეგეშიძე დაიბადა 1877 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ქვემო დიმში ღარიბი გლეხის ზურაბ გეგეშიძისა და ელენე კვიჟინაძის ოჯახში. დედა ფრიად განათლებული ქალი ყოფილა.

    1888 წელს იგი მიაბარეს სოფელ ობჩის სკოლაში, შემდეგ ზესტაფონის ნორმალურ ორკლასიან სასწავლებელში და ბოლოს ხონის სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც 1897 წელს დაამთავრა, მიიღო სახალხო მასწავლებლის წოდება და მუშაობა დაიწყო ჯერ შორაპნის მაზრის კიცხის ორკლასიან სამინისტრო სკოლაში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს რაჭაში, პატარა ონის ორკლასიან სასწავლებელში.

   1898 წლიდან თორნიკე გეგეშიძე სვირის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელ–ზედამხედველად დაინიშნა. გარდა მასწავლებლობისა იგი ცდილობდა სოფლის მოსახლეობისთვის მეურნეობის გაუმჯობესების პრაქტიკული გზა ეჩვენებინა. მისი ზედამხედველობით სკოლის ფართობზე გაშენებული იქნა ვაზი და ხეხილის ბაღი, რაც  მისაბაძი იყო ადგილობრივ მცხოვრებთათვის.

   1905 წლიდან თორნიკე გეგეშიძემ მშობლიური სოფლის ორკლასიან სასწავლებელში დაიწყო მოღვაწეობა. მას სოფლად ბიბლიოთეკა–სამკითხველოების გახსნა მცხოვრებთა შორის ცოდნის გავრცელებისა და წიგნისადმი სიყვარულის დანერგვის მნიშვნელოვან კერად მიაჩნდა და ყველანაირად უწყობდა ხელს თავის მოწაფეებს სკოლაში სხვადასხვა წრის ჩამოყალიბებასა და ლიტერატურული საღამოების მოწყობაში. მისი ინიციატივით დიმში გაიხსნა პირველი სამკითხველო, დაარსდა საკრედიტო ამხანაგობა და აღიძრა საკითხი დიმ–კორითის სარწყავი არხის გაყვანის თაობაზე, მაგრამ ბიუროკრატიული მმართველობის გამო იმ პერიოდში ამ წამოწყებას განხორციელება არ ეღირსა. სხვადასხვა პერიოდში თორნიკე მასწავლებლად მუშაობდა ბაღდადის უმაღლეს–დაწყებით სასწავლებელში, ქუთაისის მეორე და მეხუთე საშუალო სკოლებში. ბოლო წლებში ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას. იგი აქტიურად თანამშრომლობდა  ადგილობრივი ქართული და რუსული გაზეთების რედაქციებთან.

   თორნიკე გეგეშიძე 1915 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სოხუმის განყოფილების წევრი. იგი მასწავლებლობდა 44 წლის განმავლობაში და ამ პერიოდში ბევრ მოსწავლეს შეაყვარა სამშობლო და გაუღვიძა ხალხისადმი სამსახურის გულწრფელი სურვილი. ამიტომაც მას, როგორც ენერგიულ სახალხო მასწავლებელს საზოგადოება უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა.

   თორნიკე გეგეშიძე გარდაიცვალა 1941 წელს და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ქვემო დიმში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი (1915-)

Bibliography


Share: