The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით მერაბის ძე გამყრელიძე

დავით მერაბის ძე გამყრელიძე
Other name:აწყურელი  (Pseudonym)
Date of birth:12 April, 1863
Date of death:9 April, 1928  (at 64 years)
Burial location:თელავი
Category:Actor/Actress

Biography

    დავით აწყურელი დაიბადა 1863 წლის 12 აპრილს თელავის მაზრის სოფელ აწყურში.

   1885 წელს, ვასო აბაშიძის ხელშეწყობით, პირველად გამოვიდა სცენაზე. იგი დიდი ოსტატობით ასრულებდა კომიკურ როლებს, რის გამოც „ივერია“ მუდამ ქებით იხსენიებდა: „მარტო ერთი არტისტიღა გამოჩნდა იმ წარმოდგენაზე („ჰამლეტი“), რომელიც არამც თუ შესწვდა თავის როლსა, არამედ მშვენივრად და ხელოვნურობით გამოსახა. ეგ არტისტი ბ-ნი აწყურელი იყო მესაფლავის როლში. ძალიან კარგი რამ იყო მისი ლაპარაკი და თამაშობა საგანგებო რამ იყო“ („ივერია“, 1887, N 36).

   1896-1906 წლებში დროგამოშვებით ქუთაისის სცენაზე მუშაობდა. ხშირად თელავის თეატრში და სოფლებში თამაშობდა. რამდენიმე სეზონი თბილისის მთავარ სცენაზეც მოღვაწეობდა და რაღაც პერიოდი ბაქოს სცენის მოყვარეთა დასშიც სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა და სათეატრო საქმიანობის წარმატებას ხელს ძლიერ უწყობდა. 

   1910 წელს დავით აწყურელს თელავში მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაუხადეს. 1922 წლიდან თვალის ჩინი დაკარგა და უსინათლო დარჩა. ცხოვრობდა უკიდურეს გაჭირვებაში.

   დავით აწყურელი გარდაიცვალა 1928 წლის 9 აპრილს და დაკრძალულია თელავში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი (1915-)

Bibliography


Share: