The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვლადიმერ (მამუკა) იაკობის ძე ამაშუკელი

ვლადიმერ (მამუკა) იაკობის ძე ამაშუკელი
Date of birth:29 September, 1884  (140 years)
Category:Actor/Actress, Public Figure

Biography

   ვლადიმერ ამაშუკელი დაიბადა 1884 წლის 29 სექტემბერს ქუთაისში.

   1903 წელს ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. სპეციალური სასცენო განათლება თბილისში, ჯაბადარის სტუდიაში მიიღო.

    1904 წელს ქუთაისში, ლადო ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით დადგმულ პიესაში „ცხოვრების გარეშე“, იაკობის როლი შეასრულა და დასშიც ჩაირიცხა. ქუთაისის თეატრში 1907 წლამდე მუშაობდა. სეზონის დახურვის შემდეგ, დასავლეთ საქართველოს პროვინციებში და სხვადასხვა სოფლებში მოგზაურობდა და წარმოდგენებს მართავდა.

    რეაქციის წლებში, პოლიციის დევნის გამო, იძულებით ბაქოში გადასახლდა,

    1906-1917 წლებში ქართველთა კოლონიის თეატრს ჩაუდგა სათავეში და ხელმძღვანელობასთან ერთად მსახიობადაც მუშაობდა.

    1918-1921 წლებში თბილისის სცენაზე მუშაობდა.

   1920 წელს, როგორც მსახიობმა სცენას თავი დაანება და ადმინისტრაციულ დარგში გადავიდა. მისი

სიტყვებით: ”1904 წლიდან 1919 წლამდე ვიყავი აქტიორი, მაგრამ ბოლოს, როდესაც დავრწმუნდი,

რომ პირველ ალაგს ვერ დავიკავებდი როგორც მსახიობი, გადავედი მეორე ხელოვნების დარგში  ადმინისტრატორად“.

    1921 წლიდან ქუთაისის თეატრის კომისრად მუშაობდა, შემდეგ  თბილისის ყოფილი ქართული კლუბისა და თეატრის გამგედ, 1928 წლიდან კი ახლად ჩამოყალიბებულ მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ადმინისტრატორად დაიწყო მუშაობა.

   1929 წლიდან იგივე თანამდებობაზე მუშაობდა რუსთაველის თეატრში.

   1930 წელს, მოსკოვში გამართულ თეატრების ოლიმპიადაზე რუსთაველის სახელობის თეატრთან ერთად გაემგზავრა. ეს იყო ქართული თეატრის პირველი მოგზაურობა რუსეთში. მეორედ, 1937 წელს, მოსკოვში, ოპერის სახელმწიფო თეატრს ქართული ხელოვნების დეკადაზე ახლდა, რომლის დროსაც ქართულმა დრამატურგიამ, ოპერამ და სათეატრო ხელოვნებამ უმაღლეს გამარჯვებას მიაღწია.

   1931 წლიდან მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ადმინისტრატორად გადაიყვანეს, 1933 წლიდან საქფილეგთში, 1935 წელს მუსიკალური კომედიის თეატრში, ხოლო 1936 წელს ოპერის სახელმწიფო თეატრის მთავარ ადმინისტრატორად დანიშნეს.

   ვლადიმერ ამაშუკელის გარდაიცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი (1913-1914)

Bibliography


Share: