The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი

გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი
Other name:ალი   (Pseudonym)
გ-იანი  (Pseudonym)
ჩიპურტანიძე  (Pseudonym)
Date of birth:23 April, 1882
Date of death:22 July, 1938  (at 56 years)
Burial location:თბილისი, კუკიის სასაფლაო
Category:Publicist, Journalist, Public Figure

Biography

    გიორგი გორდეზიანი დაიბადა ონის რაიონის სოფელ საკაოში სასულიერო პიროვნების, გიორგი გორდეზიანის ოჯახში წოდების ოჯახშირევოლუციონერი. დაიბადა სოფელ საკაოში, სასულიერო წოდების ოჯახში.

   1904 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და ტომსკის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, საიდანაც დაითხოვეს რევოლუციურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისთვის და საბოლოოდ ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

   1905 წელს გიორგი გორდეზიანმა თავის თანამოაზრეებთან ერთად თბილისში ანარქო-კომუნისტების ჯგუფი შექმნა, რომელმაც გამოსცა ორკვირეული ჟურნალი „ნობათი“, ყოველდღიური გაზეთი „მუშა“ და ჟურნალი „ცის ნამი“. იგი ამ გამოცემებში პოლიტიკური ხასიათის წერილებს ათავსებდა და ფაქტიურად ჟურნალ „ცის ნამის“ რედაქტორი გახლდათ. იგი წერდა სვანეთის გლეხობის მდგომარეობის, სახელმწიფო სათათბიროს, არჩევნების, რევოლუციური მოძრაობის გაძლიერების, სოციალური რევოლუციის პერსპექტივების, სოციალ-დემოკრატების, ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის შესახებ და სხვა იმ დროისთვის პრობლემურ საკითხებზე.

   გიორგი გორდეზიანი 1916 წლიდან ყოველდღიურ  გაზეთ „საქართველოსა“ და ყოველკვირეულ „კლდეში“ თანამშრომლობდა, სადაც წერდა ომის შედეგების, გადასახადების, რუსიფიკატორების, სასამართლოს ნაკლოვანებათა და სხვა საკითხების შესახებ.

   1908 წელს „ცის ნამის“ ხელმძღვანელობისათვის გორდეზიანი პასუხისგებაშიც მისცეს თბილისის  სასამართლო პალატაში. 1912 წელს მე-2 საპოლიციო უბნის აფეთქების გამო იგი დააპატომრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. გიორგი გორდეზიანი, ჯვრისწერის დროს, რაჭაში, შეიპყრეს და ჩამოხრჩობას უპირებდნენ, მაგრამ ანარქისტმა მეგობრებმა გუბერნატორს შეუთვალეს, ხელი არ ახლოთ, თორემ აგაფეთქებთო და მართლაც ხელისუფლება მოერიდა ზედმეტ გართულებებს და იგი მძიმე სასჯელს ასცდა.

   გიორგი გორდეზიანი გარდაიცვალა  1938 წლის 22 ივლისს და დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)

Bibliography


Share: