The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია სტეფანეს ძე ალადაშვილი

ილია სტეფანეს ძე ალადაშვილი
Date of birth:1878
Date of death:27 November, 1947  (at 69 years)
Burial location:სოფელ არბოშიკის ტაძრის ეზო
Category:Educator, Religious leader

Biography

   ილია ალადაშვილი დაიბადა 1878 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ არბოშიკში, მედავითნე სტეფანე და მარიამ მიხეილის ასულ ალადაშვილების ოჯახში. 

   1895 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, სადაც იმ პერიოდში ბიძამისი, დავით ალადაშვილი (შემდგომში მიტროპოლიტი გიორგი) მუშაობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამასწავლებლო კურსები გაიარა და პედაგოგის მოწმობა მიიღო.

   1897 წელს ახალსოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1898 წელს ჯუგაანის სკოლაში გადაიყვანეს.

   1903 წელს დიაკვნად აკურთხეს და ხირსის მონასტერთან არსებულ სკოლაში განამწესეს.

   1904 წელს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი და სიღნაღის მაზრის სოფელ ასანურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაადგინა.

   1908 წელს მირზაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

   1909 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1915 წელს სკუფია უბოძეს და იმავე წელს ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესეს.

   1915 წლიდან მამა ილია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მაჩხაანის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1925 წელს არბოშიკის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარში დაადგინეს.

   1925 წელს ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) სიღნაღის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად დანიშნა.

   1927 წელს კამილავკით და სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

   1929 წელს კვლავ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში.

   მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში ეკლესიების მასობრივად დახურვის შემდეგ ანაფორა გაიხადა და მშობლიურ სოფელში კერძო საქმიანობას ეწეოდა.

   მამა ილია გარდაიცვალა 1947 წლის 27 ნოემბერს და დაკრძალულია მშობლიური არბოშიკის ეკლესიის ეზოში, ტაძრის წინ. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრი (1915-)

Awards and Honors

  • 1927 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Bibliography


Share: