The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სოლომონ იოსების ძე აბდუშელიშვილი

სოლომონ იოსების ძე აბდუშელიშვილი
Date of birth:1853  (171 years)
Burial location:ქუთაისის უპატრონოთა და მიუსაფართა თავშესაფართა სასაფლაო, საფლავი უცნობია
Category:Public official, Military Person

Biography

    სოლომონ აბდუშელიშვილი დაიბადა 1853 წელს სოფელ ბჟინევში. პირველდაწყებითი სწავლა-განათლება ქუთაისის გიმნაზიაი მიიღო და სწავლა განაგრძო პეტერბურგის წმინდა მიხაილის სახელობის სამხედრო სასწავლებელში.

    სოლომონ აბდუშელიშვილი როტმისტრის ჩინით მსახურობდა ვოლონსკის მე-17 დრაგუნთა პოლკში. 1877-1878 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში და 1892-1900 წლებში იყო ბათუმის ცხენოსანთა პოლიციის ასეულის მეთაური.

    სოლომონ აბდუშელიშვილი 1895-1900 წლებში იყო ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრი. 1897 წლიდან გახლდათ  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში.

   სოლომონ აბდუშელიშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია. მან სიცოცხლე დაასრულა ქუთაისის მიუსაფართა თავშესაფარში და დაკრძალულია უპატრონოთა და მიუსაფართა სასაფლაოზე. საფლავი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1897-1898)

Awards and Honors

  • წმ. ვლადიმირის მე4 ხარისხის ორდენი
  • წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი
  • წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენი
  • წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი ხმლითა და ბაბთით

Share: