The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თეკლე ნიკოლოზის ასული აბაშიძე (კნეინა)

თეკლე ნიკოლოზის ასული აბაშიძე
Legal name:თეკლე ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი
Date of birth:6 July, 1876
Date of death:21 July, 1961  (at 85 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Public Figure

Biography

     თეკლე აბაშიძე დაიბადა 1876 წლის 6 ივლისს თბილისში,  ქართველი დიდგვაროვანის ნიკოლოზ ჯამბაკურ-ორბელიანი ოჯახში.

    1913 წლიდან თეკლე აბაშიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. თეკლე მონაწილეობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომელთაც თაოსნობდნენ მისი მამიდა მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი და მეუღლე - კიტა აბაშიძე. იგი გახლდათ ქართული სკოლის უფასო სასადილოს კომიტეტის წევრი და ქუთაისის ქალთა პირველი ქართული სკოლის -  „სინათლის“ დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარე.

    თეკლე აბაშიძე გარდაიცვალა 1961 წლის 21 სექტემბერს და დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1913-1927)

Bibliography


Share: