The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ ივანეს ძე აბაშიძე

გრიგოლ ივანეს ძე აბაშიძე
Legal name:გიორგი ივანეს ძე აბაშიძე
Date of birth:1820
Date of death:1890  (at 70 years)
Category:Military Person

Biography

   გრიგოლ აბაშიძე დაიბადა 1829 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ ჯიყოეთში.

   მიღებული ჰქონდა სამხედრო განათლება და იყო რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე.

  1866 წლიდან  გარკვეული პერიოდი ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის უფროსად მუშაობდა.

   მსახურობდა კავკასიის არმიის კავალერიაში, მონაწილეობდა ყირიმის 1853–1856 და რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომებში. 

   1875 წლიდან იყო პოლკოვნიკი, ხოლო 1878 წლიდან გენერალ-მაიორი.

   1878 წლიდან თბილისის გუბერნიის სამხედრო უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

   1879 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი.

   1879 წლის 15 მარტიდან იყო ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი.

   გრიგოლ აბაშიძე გარდაიცვალა 1890 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილება (1912-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1886)

Contacts Information

  • Home
    Address:ქუთაისი

Share: