B

ხა ხე ხმ ხუ
ხელ ხერ

ხელშეკრულების დარღვევა

ხელშეკრულების დამდებ რომელიმე მხარის მიერ მასში გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან აშკარად გამოხატული განზრახვა მისი შეუსრულებლობის შესახებ. გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც მას ხდის შეუსრულებელს ან არაკანონიერს.

ხელშეკრულების დარღვევის ძირითადი საფუძველი შეიძლება იყოს შეცდომა, არასწორი განმარტება, გავლენის ბოროტად გამოყენება, არაკანონიერი (არაკეთილსინდისიერი) გარიგება და სხვ.

ამ და ზოგიერთ სხვა შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას მის შესრულებაზე და აღადგინოს ის მდგომარეობა, როგორიც მას ჰქონდა ხელშეკრულების დადებამდე.

ხელშეკრულების დარღვევა აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუ მხარემ, რომელსაც დარღვევა სურს უკვე მიიღო სარგებელი; თუ არ შეიძლება მხარეების აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში; მესამე პირებმა უკვე შეიძინეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9