და დე დი დო დრ დღ
დაბ დავ დაზ დამ დან დაპ დას დაუ დაც

დამატებული ღირებულების გადასახადი, დღგ

დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია; დასაბეგრი იმპორტი. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239- ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა); დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა: გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება თავისი თანამშრომლებისათვის კომპენსაციით ან მის გარეშე; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული ან მისაღები აქვს ჩათვლა, განიხილება როგორც დღგ-ის დასაბეგრი მიწოდება; საქონლის ექსპორტი. (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხ. 222) იხ. გადასახადი
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9