ობ ოვ ონ ორ ოჯ
ობი

ობიექტივაცია

E. Objectivation
Rus. Объективация
წარმოადგენს მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელ აქტივობას. „ობიექტივაცია“ არის ქცევის შეფერხების შედეგად ადამიანის აქტივობის შეჩერება, რათა აზროვნებისა და ნებელობის დახმარებით გამოინახოს სიტუაციისათვის ადეკვატური ქცევა. „ობიექტივაცია“-ის ცნება დემოგრაფიაში გამოიყენება რეპროდუქციული ქცევის თავისებურებათა ასახსნელად. ობიექტივაციას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ადამიანი რეპროდუქციული განწყობის წარმოშობის დროს თეორიული მსჯელობის საგნად გახდის ბავშვებს. ადამიანის წინაშე წარმოიქმნება გადასაჭრელი საკითხი – ბავშვების რა რაოდენობა იყოლიოს მან. ის ასეთ შემთხვევაში დროებით „შეჩერდება“, გაიაზრებს შექმნილ ვითარებას და მსჯელობის სპეციალურ ობიექტად აქცევს მას. ადამიანს ასეთ დროს ექმნება ობიექტივირებული წარმოდგენა. ობიექტივაციის შემდეგ ადამიანი უკვე განსაზღვრავს ბავშვების თავისთვის მისაღებ რაოდენობას. სხვანაირად რომ ეთქვათ, ობიექტივაციის შემდეგ ადამიანი ბავშვების შესაძლებელი, „განუსაზღვრელი“ რაოდენობიდან ირჩევს ბავშვების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც მან უნდა იყოლიოს, ე.ი. ობიექტივაცია შერჩევითობის, ანუ არჩევანის შესაძლებლობას იძლევა, რასაც მანამდე არა აქეს ადგილი. ობიექტივაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დემოგრაფიული ქცევის სხვა სახეობათა შესწავლის შემთხვევაშიც.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9