და დე დი დრ დღ
და დაა დაბ დას დაუ დაქ

დაქვრივების ალბათობა

E. Probability of widowhood
Rus. Вероятность овдовения
დაქვრივების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. დაქვრივების ალბათობა წარმოადგენს დაქვრივების ცხრილების ძირითად მაჩვენებელს. დაქვრივების ალბათობა ქალებისათვის, როგორც წესი, უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებისათვის. დაქვრივების ალბათობა მამაკაცებისათვის ან ქალებისათვის შეიძლება შემცირდეს ძირითადად საპირისპირო სქესის პირთა მოკვდაობის დონის კლების ან განქორწინების ზრდის შედეგად.

მეუღლეების ასაკისა და ქორწინების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად მატულობს დაქვრივების ალბათობა ამასთან, ის მით უფრო მაღალია, რაც უფრო მეტია სხვაობა მეუღლეების ასაკს შორის.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9