და დე დი დრ დღ
და დაა დაბ დას დაუ დაქ

დაქვრივება

E. Widowhood
Rus. Овдовение
ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილის შედეგად გამოწვეული ქორწინების შეწყვეტა. დაქვრივების შედეგად იცვლება გათხოვილი ქალის ან ცოლიანი მამაკაცის ქორწინებითი მდგომარეობა. დაქვრივება განქორწინებასთან ერთად, დემოგრაფიაში განიხილება როგორც კოჰორტაში ქორწინების შეწყვეტის გამომწვევი მიზეზი და მოსახლეობისა და ოჯახის აღწარმოების ერთ-ერთი კომპონენტი. დაქვრივების შესწავლა მჭიდროდ არის დაკავშირებული მოკვდაობის კვლევასთან. სხვა დემოგრაფიული პროცესებისაგან განსხვავებით, დაქვრივების სიხშირე განისაზღვრება მდგომარეობით, რომელიც შეემთხვათ არა მოცემულ. არამედ სხვა ადამიანებს. განასხვავებენ ქორწინების შეწყვეტას ქმრის სიკვდილისა (ქალთა და) და ცოლის სიკვდილის (მამაკაცთა დაქვრივება) შედეგად. დაქვრივების დემოგრაფიული მნიშვნელობა ის არის, რომ კანონმდებლობითი, რელიგიური და სხვა ნორმების შესაბამისად, როგორც წესი, დაქვრივებული მეუღლე კვლავ შეიძლება დაქორწინდეს (გამონაკლისია – ინდუიზმში ქვრივი ქალების დაქორწინების დაგმობა) დაქვრივების სიხშირე განისაზღვრება ქორწინებაში მყოფი მოპირდაპირე სქესის პირთა მოკვდაობის დონით. იგი დამოკიდებულია მოკვდაობის სტრუქტურაზე და განსხვავებულია მამაკაცისა და ქალისათვის. სხვადასხვა ქვეყნისათვის ის მნიშვნელოვან ფარგლებში მერყეობს და მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.

ინფორმაცია დაქვრივების შესახებ მიიღება მოკვდაობის მიმდინარე აღრიცხვის, მოსახლეობის აღწერებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9