და დე დი დრ დღ
და დაა დაბ დას დაუ დაქ

დაბადების რიგითობა

E. Birth order
Rus. Очередность рождения
დაბადების დახასიათება, რომელიც მიუთითებს, თუ რიგით მერამდენე შვილი გაუჩნდა დედას. დაბადების რიგითობას განასხვავებენ ქალის მიერ ყველა მშობიარობის დროს ან მხოლოდ მოცემულ ქორწინებაში ან კიდევ ცოლ-ქმრული ცხოვრების მთელი დროის მანძილზე გაჩენილი ბავშვების მიხედვით.

დემოგრაფიული ანალიზისას დაბადების რიგითობა განიხილება ყველა დაბადების ერთობლიობის მიმართ რეალურ ან ჰიპოთეზურ კოჰორტაში ქალის დაბადების წილის ან საქორწინო კოჰორტის მიხედვით.

დაბადების რიგითობა აღირიცხება დაბადების აქტის ჩაწერისას პირდაპირ დასმულ კითხვაზე პასუხით – „რიგით მერამდენე ბავშვია დედისათვის ახლად დაბადებულთა ჩათვლით (გარდაცვალებულ ბავშვთა ჩათვლით და მკვდრად დაბადებულ ბავშვთა ჩაუთვლელად)“. პასუხით დაბადების რიგითობა მიიღება აგრეთვე მოსახლეობის აღწერების, ანამნეზური და სოციოლოგიურ-დემოგრაფიული გამოკვლევებისას.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9