ბა ბე ბი ბრ ბუ
ბაბ ბავ

ბავშვთა მოკვდაობის პარადოქსი

E. Infant mortality paradox
Rus. Парадокс детской смертности
შედარებით ჩვილთა მაღალი მოკვდაობისას ასაკის ზრდასთან ერთად (0-დან 1 წლამდე) მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა. ბავშვთა მოკვდაობის პარადოქსი გამოწვეულია იმით, რომ ერთ წლამდე ასაკში გარდაცვლილთა მნიშვნელოვანი რაოდენობა საგრძნობლად ამცირებს მოკვდაობის ცხრილის მიხედვით გამოთვლილ გარდაცვლილთა საშუალო ასაკს. 10 %-ზე ნაკლები ჩვილთა მოკვდაობისას ბავშვთა მოკვდაობის პარადოქსი პრაქტიკულად არ შეიმჩნევა. ტერმინ „ბავშვთა მოკვდაობის პარადოქსი“-ის ნაცვლად უფრო მიზანშეწონილია ტერმინი „ახალდაბადებულთა მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის პარადოქსი“.

მაგ., საქართველოში 2002 წელს ახალდაბადებულთა მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 71,54 წელი იყო, ხოლო 1 წლის ასაკისათვის - 72,18 წელი.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9