ბა ბე ბი ბრ ბუ
ბაბ ბავ

ბავშვთა მოკვდაობის ბიომეტრიული ანალიზი

E. Biometric analysis of infant mortality
Rus. Биометрический анализ детской смертности
მოკვდაობის ანალიზის მეთოდი დაბალი ასაკის ბავშვებში, ძირითადად 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვთა მოკვდაობის ბიომეტრიული ანალიზი საშუალებას იძლევა მოკვდაობის მაჩვენებელი დავყოთ ენდოგენურ, ე.ი. ბავშვის თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი ავადმყოფობებით და სხვა მიზეზებით და ეგზოგენურ, ე.ი. ორგანიზმზე გარე ზემოქმედებასთან დაკავშირებული მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილთან.

ბავშვთა მოკვდაობის ბიომეტრიული ანალიზი არ იყენებს მონაცემებს სიკვდილის მიზეზთა შესახებ, არამედ ეფუძნება სიკვდილის შემთხვევათა განაწილებას თვეების მიხედვით სიცოცხლის პირველი წლის მანძილზე.

ბავშვთა მოკვდაობის ბიომეტრიული ანალიზი ეფუძნება შემდეგ ფორმულას:

Dₓ = a + bln³ (n+1),

სადაც Dₓ X ასაკისათვის გარდაცვლილთა რაოდენობის ჯამია, a – ენდოგენური მოკვდაობის დონე; b – ეგზოგენური მოკვდაობის დონე; n – დღეთა რაოდენობა X ასაკისათვის, რომელიც 30-31 ტოლია (დღეების საშუალო რაოდენობა თვეში).

ბავშვთა მოკვდაობის ბიომეტრიული ანალიზი შემუშავებულ იქნა ფრანგი დემოგრაფის ჟ. ბურჟუა-პიშას მიერ 1951 წელს.

საქართველოში ეგზოგენური მიზეზებით გამოწვეული ჩვილთა მოკვდაობა ჭარბობს ენდოგენური მიზეზებით გამოწვეულ მოკვდაობას, მაშინ როდესაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში პირიქით – ჩვილთა მოკვდაობაში ჭარბობს ენდოგენური მიზეზები.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9