ბა ბე ბი ბრ ბუ
ბაბ ბავ

ბავშვების ყოლის მოტივები

E. Motives for having children
Rus. Мотивы рождения детей
ფსიქიკური ფენომენები, რომლებიც რეპროდუქციული ქცევის პოზიტიურ ძალებად განიცდებიან და წარმართავენ ადამიანს ბავშვების ყოლისკენ. ბავშვების ყოლის მოტივები განაპირობებენ ნებისმიერი რიგითობის ბავშვის ყოლას. იმისდა მიხედვით, თუ რა საფუძვლიდან გამომდინარეობენ, პირობითად განასხვავებენ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ ბავშვების ყოლის მოტივებს. დაბალი რიგითობის ბავშვების ყოლა ძირითადად განპირობებულია ფსიქოლოგიური სახის ბავშვების ყოლის მოტივებით, ხოლო მაღალი რიგითობის – ძირითადად ეკონომიკური მოტივებით.

ბავშვების ყოლის მოტივების შესწავლას საფუძველი ჩაეყარა 1940-ან წწ. აშშ. საქართველოში ბავშვების ყოლის მოტივების კვლევა პირველად 1976 წლიდან დაიწყო.

საქართველოში ჩატარებული კვლევებისას ბავშვების ყოლის მოტივები ძირითადად გამოვლენილ იქნა შემდეგი კითხვის პასუხებით: „იმისდა მიხედვით, თუ რამდენი შვილი გყავთ, მიუთითეთ რამ განაპირობა თითოეული შვილის ყოლა“. კითხვას, თითოეული შვილისათვის მოჰყვებოდა შესაძლებელ პასუხთა ვარიანტები.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9