ბა ბე ბი ბრ ბუ
ბაბ ბავ

ბავშვების ყოლის მოთხოვნილება

E. Need of having children
Rus. Потребность в детях
ადამიანის მდგომარეობა, რომელიც წარმართავს მას ბავშვების ყოლისთვის.

„ბავშვების ყოლის მოთხოვნილება“-მ ძველი დროიდან დღემდე გარკვეული ევოლუცია და ტრანსფორმაცია განიცადა. თავდაპირველად ის წარმოადგენდა გაჩენის მოთხოვნილებას, რომლის დაკმაყოფილება სუბსტანციური ობიექტით (ბავშვებით) წარმოებდა და რომელსაც ორგანიზმი გარკვეული მიმართულებით მოქმედებაში მოჰყავდა.

ადამიანის განვითარებასთან ერთად, ბავშვების გაჩენის მოთხოვნილება სულ უფრო მეტ ცვლილებას განიცდიდა. გაჩენის ფუნქციური მექანიზმის აქტივობის მოქმედებაში მოყვანისათვის ადამიანს მოთხოვნილების გარდა სხვა საფუძველიც უჩნდება, რომელიც ადამიანის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტ როლს თამაშობს.

ადამიანი თავისი სპეციალური მსჯელობის ობიექტად ხდის ბავშვებს. ასეთ დროს კი ობიექტივაციას აქვს ადგილი, ე.ი. წარმოებს ბავშვების გაჩენის მოთხოვნილების შემდგომი განვითარება. აზროვნება, რომელიც ადამიანისათვის ხდება დამახასიათებელი, განასხვავებს მას ცხოველისაგან. ადამიანი ცხოველისაგან განსხვავებით იწყებს გაჩენის მოთხოვნილების გაცნობიერებას.

საზოგადოებრივი ურთიერთობისა და სოციალური მემკვიდრეობის განვითარებასთან ერთად, ადამიანისათვის გაჩენის მოთხოვნილების შემცირებამ და შემდგომში მისი ფუნქციის შესუსტებამ გამოიწვია გაჩენის მოთხოვნილების ტრანსფორმაცია, მისი შეცვლა ბავშვების ყოლის მისწრაფებით.

ბავშვების ყოლის მისწრაფება ადამიანს სოციალური გარემოს ზემოქმედებით უყალიბდება და შეძენილ ტენდენციას წარმოადგენს. ადამიანი ხედავს რა, რომ ბავშვები ჰყავთ მის გარშემო მყოფთ, თვითონაც იძენს შესაბამის გამოცდილებას და უმუშავდება შესაბამისი მისწრაფება. ადამიანს გაცნობიერებული აქვს ბავშვების ყოლის მისწრაფება. ის წარმოიდგენს ბავშვებს და იმ ვითარებას, სადაც შესაბამისი მისწრაფების დაკმაყოფილებაა შესაძლებელი.

„ბავშვების ყოლის მოთხოვნილება“-ის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება და საბოლოოდ განსაზღვრულ და დასრულებულ სახეს დაქორწინებისა და ცოლ-ქმრული ცხოვრების რამდენიმე წელიწადში (1-2 წ.) ღებულობს, რომლის შემდეგ არ იცელება.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9