აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ამე ამო

ამენორეა

E. Amenorrhea
Rus. Аменорея
თვიურის უქონლობა. ამენორეა ფიზიოლოგიური მოვლენაა გოგონებში სქესობრივ მომწიფებამდე და ქალებში – ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში ან კლიმაქტერიული პერიოდის შემდეგ. დანარჩენ შემთხვევებში იგი რაიმე დაავადების შედეგია. ამენორეა შეიძლება იყოს პირველადი, როდესაც ქალს თვიური არასდროს არ ჰქონია, და მეორეული, როდესაც თვიური ჰქონდა, მაგრამ შეუწყდა. არსებობს ამენორეას იშვიათი ფორმა, როდესაც სისხლი საშვილოსნოდან გარეთ ვერ გამოდის განვითარების მანკების არსებობის გამო.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9