ბა ბე ბი ბრ ბუ
ბაბ ბავ

ბავშვების საშუალო რაოდენობა

E. Average number of children
Rus. Среднее число детей
გარკვეული ერთობლიობისათვის დამახასიათებელი ბავშვების რაოდენობის განმაზოგადებელი მაჩვენებელი. ბავშვების საშუალო რაოდენობა წარმოადგენს ბავშვთა შობის ინტენსივობის ერთ-ერთ მაჩვენებელს.

ძირითადად გამოიანგარიშება როგორც გარკვეული ერთობლიობის ბავშვების საშუალო არითმეტიკული ან შეწონილი საშუალო არითმეტიკული. უკანასკნელს უპირატესობა ენიჭება სოციოლოგიურ-დემოგრაფიული გამოკვლევების მონაცემების გაანგარიშებისა და ანალიზისას.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9