ბა ბე ბი ბრ ბუ
ბაბ ბავ

ბავშვები ქორწინების გარეშე დაბადებული

E. Out-of-wedlock children(1),children outside of marriage(2)
Rus. Внебрачные дети
ბავშვები, რომლებიც გააჩინეს რეგისტრირებულ ქორწინებაში არმყოფმა ქალებმა. მაგრამ, საქართველოში 1989 წელს, ასეთი ბავშვების წილმა შეადგინა ყველა დაბადებული ბავშვის 17.7%, ხოლო 2003 წელს 44,6 %-მდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების წილი უკანასკნელ პერიოდში სულ მატულობს. ჯერ კიდევ 1980 წელს ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები შეადგენდნენ 4,7%. სხვადასხვა ქვეყნისათვის ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების განსხვავებული წილია დამახასიათებელი. მაგალითად, იტალიაში მათი წილი 5%-ს შეადგენდა, ხოლო დანიაში, ისლანდიასა და შვედეთში - 40 %-ზე მეტს (1984 წ.)
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9