ბა ბე ბი ბრ ბუ
ბაბ ბავ

ბავშვები

E. Children
Rus. Дети

1) ადამიანები, რომლებსაც არ მიუღწევიათ მოწიფულობისათვის. დემოგრაფიაში განისაზღვრება როგორც ასაკობრივი კატეგორია, რომლის ზედა ზღვარი ცვალებადია და დამოკიდებულია კვლევის მიზანზე. მოსახლეობის აღწარმოების შესწავლისას ზედა ზღვრად ჩვეულებრივ მიჩნეულია 15 წლის ასაკი. ბავშვების კატეგორიის დემოგრაფიული და სოციალური თავისებურებებიდან გამომდინარე, როგორც წესი, მას ყოფენ უფრო ვიწრო ჯგუფებად. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვილთა ჯგუფს (დაბადებიდან 1 წლამდე), რომელსაც ჩვილთა მოკვდაობის შესწავლისას, თავის მხრივ, ყოფენ ნაცოცხლები თვეების, კვირისა და დღეების მიხედვით. 5 წლამდე ბავშვების ჯგუფი (0-4 წ.) გამოიყენება შვილიანობის სხვადასხვა მაჩვენებლების გამოსაანგარიშებლად და სხვა. დემოგრაფიული ანალიზისას ბავშვების კატეგორია მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის აღწარმოების შედეგი და მისი პერსპექტივების შეფასების საფუძველი.

ეკონომიკურ-დემოგრაფიული გამოკვლევებისას ბავშვების ასაკის ზედა ზღვრად მიჩნეულია სამუშაო ასაკის დასაწყისი. სოციოლოგიურ გამოკვლევებში ზოგჯერ გამოყოფენ 14-15 წლის ასაკის ბავშვებს – მოზარდებს, ხოლო ზოგჯერ გამოყოფენ სკოლამდელი, სკოლის და სხვა ასაკის ბავშვებს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გამოიყენება ბავშვების ასაკის სხვა პერიოდიზაცია.

2) მდედრობითი და მამრობითი სქესის შთამომავლები, ნათესაობის პირდაპირი ხაზით – ქალიშვილი და ვაჟიშვილი. ბავშვები ოჯახური მდგომარეობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი კატეგორიაა. ოჯახში ბავშვების რაოდენობა ოჯახის განვითარების მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

3) სოციოლოგიურ-დემოგრაფიული გამოკვლევებისას გამოიყენება მოსახლეობის შვილიანობის ორიენტაციის შესასწავლად (მაგ. ოჯახში ბავშვების იდეალური, სასურველი, მოსალოდნელი რაოდენობა).

4) იურიდიული თვალსაზრისით პირები, რომლებსაც ჯერ არ მიუღწევიათ სრულწლოვანებისათვის.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9