აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
აზრ

აზრის კვლევა

E. Opinion survey
Rus. Обследование мнений
ტერმინი, რომლითაც დემოგრაფიაში აღნიშნავენ მოსახლეობის გამოკვლევას, მიმართულს ადამიანთა წარმოდგენების, მოთხოვნილებების, განწყობებისა და სხვ. შესწავლისაკენ, დაკავშირებულს მათი დემოგრაფიული ქცევის სხვადასხვა სახეობასთან. სიტყვა „აზრი“, მოცემული ტერმინის შემთხვევაში, არ შეესაბამება იმ შინაარსს, რომელიც არსებობს ამოწვდომის სოციოლოგიასა და სოციალურ ფსიქოლოგიაში. აზრის კვლევა უფრო ხშირად წარმოებს შობადობის, ქორწინების, განქორწინებისა და მიგრაციის შესწავლის მიზნით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9