აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
აბო

აბორტი

E. Abortion
Rus. Аборт
მუცლის მოწყვეტა, მოშლა, ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა ღა საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე.

აბორტი შეიძლება იყოს სპონტანური და ხელოვნური. სპონტანური აბორტი ვითარდება ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. მისი გამომწვევი მიზეზებია ქალისა და ნაყოფის ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმები. ხელოვნური აბორტი ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედებით (წამლების მიღება, საშვილოსნოში ინსტრუმენტული ჩარევა ან რაიმე ნივთიერების შეყვანა) არის გამოწვეული. ხელოვნური ა, უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, იწვევს უნაყოფობას. განსაკუთრებით მავნეა აბორტი პირველი ორსულობის დროს.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9