პა პე პო პრ პუ
პოლ პოპ პორ

პოლიგინია

E. Polygyny
Rus. Полигиния
მრავალცოლიანობა, ქორწინების ერთ-ერთი ისტორიული ფორმა, როცა ერთ მამაკაცს რამდენიმე ცოლი ჰყავდა. დამახასიათებელი იყო უმთავრესად პატრიარქატისათვის. პოლიგინია შემონახული იყო კლასობრივ საზოგადოებაში აღმოსავლეთის მთელ რიგ მუსლიმანურ ხალხებში და გაბატონებული კლასების პრივილეგიას წარმოადგენდა. მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში პოლიგინია აკრძალულია.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9