კა კე კლ კმ კო კრ
კოდ კოე კოლ კომ კონ კორ კოჰ

კოეფიციენტები მოსახლეობის აღწარმოებისა

E. Population reproduction rates
Rus. Коэффициенты воспроизводства населения
მაჩვენებლები, რომლებიც იძლევიან თაობათა ცვლის პროცესის ინტენსივობის განზოგადებულ რაოდენობრივ შეფასებას. კოეფიციენტები მოსახლეობის აღწარმოებისა მიზანია წარმოდგენა მოგვცენ მოსახლეობის ზრდაზე მისი ასაკობრივი სტრუქტურისაგან დამოუკიდებლად, რომელიც სხვადასხვა ფაქტორის გავლენით იცელება. კოეფიციენტები მოსახლეობის აღწარმოებისა შეიძლება გაანგარიშებულ იქნას როგორც ქალებისათვის, ისე მამაკაცებისათვის, თუმცა პრაქტიკაში ძირითადად ისინი გამოიანგარიშება მხოლოდ ქალებისათვის.

კოეფიციენტები მოსახლეობის აღწარმოებისა შეიძლება განსაზღვრულ იქნას როგორც ჰიპოთეზური, ისე რეალური თაობებისათვის, თუმცა უმეტესად გამოიყენება კოეფიციენტები მოსახლეობის აღწარმოებისა ჰიპოთეზური თაობისათვის.

ყველაზე ფართო გავრცელება ჰპოვეს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო და ბრუტო კოეფიციენტებმა.

XX ს. 60-იანი წწ. შუა პერიოდიდან იყენებენ აგრეთვე ე.წ. ნაცხოვრები წლების აღწარმოების მაჩვენებელს.

შედარებით მარტივ კოეფიციენტები მოსახლეობის აღწარმოებისა მიეკუთვნებიან ცხოველმყოფელობის ინდექსი და თაობათა შენაცვლების ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა უ. ტომპსონის, გ. ნიბსისა და ფ. ბურგდეფერის მიერ შემოთავაზებული.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9