კა კე კლ კმ კო კრ
კმა

კმაყოფაზე მყოფი

E. Dependant
Rus. Иждивенец
მოქალაქე, რომელიც სხვის სრულ კმაყოფაზე იმყოფება ან სხვისაგან იღებს საარსებო სახსრებს. ამა თუ იმ პირის კმაყოფაზე შეიძლება იყოს მისი ოჯახის წევრი (შეიძლება ოჯახის წევრის რჩენა კანონით იყოს განსაზღვრული) ან ადამიანიც, რომელიც ამგვარ დახმარებას საჭიროებს. კმაყოფაზე ყოფნა გარკვეულ სამართლებრივ შედეგს იწვევს როგორც კმაყოფაზე ამყვანის, ისე კმაყოფაზე აყვანილისათვის.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9