იზ იმ ინ იძ
ინდ ინვ ინტ ინფ ინც

ინდექსი განქორწინებისა

E. Divorce index
Rus. Индекс разводимости
წარმოადგენს მოცემულ პერიოდში (მაგ. ერთ წელიწადში) განქორწინებათა რაოდენობის შეფარდებას იგივე პერიოდის ქორწინებათა რაოდენობასთან. ინდექსი განქორწინებისა გარდა ზოგადისა, ყველა ასაკისათვის შეიძლება გაანგარიშებულ იქნას ასაკობრივი ინდექსი განქორწინებისა შესაძლებელია ინდექსი განქორწინებისა პროცენტებში გამოსახვა, რისთვისაც შეფარდებით მიღებული ინდექსი განქორწინებისა უნდა გავამრავლოთ 100-ზე. ასეთ შემთხვევაში მიღებული სიდიდე გვიჩვენებს, თუ რამდენი განქორწინება მოდის ყოველ 100 ქორწინებაზე. ინდექსი განქორწინებისა მაჩვენებელზე გავლენას ახდენს მოსახლეობის ასაკობრივი და ქორწინებითი სტრუქტურა, ქორწინებისა და განქორწინების დინამიკა წარსულში. მართალია ინდექსი განქორწინებისა გარკვეულ წარმოდგენას იძლევა განქორწინებაზე, მაგრამ მისი გამოყენება განქორწინების ინტენსივობის დახასიათებისათვის მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან მნიშვნელი არ მოიცავს ყველა იმ ქორწინებას, რომელიც შეიძლება შეწყვეტილიყო (რეგისტრირებულ ქორწინებათა წლიური რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია ფაქტობრივად არსებულ ქორწინებათა რაოდენობასთან შედარებით).

ამიტომ განქორწინების დონის უფრო ზუსტი და ადეკვატური მახასიათებელია განქორწინების ინდექსი, რომელიც მიიღება განქორწინების ჯამობრივი კოეფიციენტისა და ქორწინების ჯამობრივი კოეფიციენტის შეფარდებით.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9