იზ იმ ინ იძ
ინდ ინვ ინტ ინფ ინც

ინდექსები დემოგრაფიული

E. Demographic indices
Rus. Индексы демографические
არსებობს დემოგრაფიული ინდექსების სხვადასხვა სახეობა. ერთ ჯგუფს მიეკუთვნებიან მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ მოცემული მოსახლეობის დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობას ეტალონად (სტანდარტად) მიჩნეულ სხვა მოსახლეობასთან შედარებით (კოულის ინდექსები, ბორისოვის ინდექსი, ქორწინების ინდექსები).

დემოგრაფიული ინდექსების მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ რომელიმე დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობას ურთიერთსაწინააღმდეგო დემოგრაფიულ შემთხვევათა სიმჭიდროვეთა თანაფარდობით – განქორწინებათა – ქორწინებასთან, დაბადებათა – გარდაცვლილებთან (განქორწინების ინდექსი, ცხოველმყოფელობის ინდექსი).

დემოგრაფიული ინდექსების მესამე ჯგუფში შედიან ე.წ. დატვირთვის მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობას ერთი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის რაოდენობის თანაფარდობით – გარკვეული ასაკის ბავშვების რაოდენობის შეფარდება ქალების რაოდენობასთან (შვილიანობის ინდექსი).

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9