თა თე თვ
თან თაო

თაობა

E. Generation
Rus. Поколение

1) გარკვეულ პერიოდში (ჩვეულებრივ, კალენდარული წლის ტოლი) დაბადებულ ადამიანთა ერთობლიობა. თაობა იგივეა, რაც კოჰორტა დაბადების წლის მიხედვით.

2) ცოლ-ქმრული წყვილის ან ცოლ-ქმრულ წყვილთა ერთობლიობის შთამომავლობა ნათესაობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, თვითონ ეს წყვილები (მშობლები) ითვლებიან ნულოვან თაობად, ხოლო მათი შვილები – პირველი თაობა, შვილიშვილები – მეორე თაობა და ა.შ.

3) საფეხური ნათესაობის ხაზში ორ ნათესავს შორის პირდაპირი ხაზით, ე.ი. საერთო წინაპრებისაგან წარმოშობილი (დედა – ქალიშვილი, მამა – ვაჟიშვილი). ვინაიდან დემოგრაფია განიხილავს არა ცალკეულ ადამიანებს ან ოჯახებს, არამედ მათ ერთობლიობებს, თაობა ამ აზრით, შეიძლება იყოს მხოლოდ საშუალო სიდიდე.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9