ეგ ევ ეთ ეკ ემ ენ ეპ ერ ექ
ეკო

ეკოლოგიური სისტემა (ეკოსისტემა)

E. Ecological system (Ecosystem)
Rus. Экологическая система (Экосистема)
ბუნებრივი კომპლექსი, რომელიც წარმოქმნილია ცოცხალი ორგანიზმებისა და მათი ბინადრობის გარემოთი და დაკავშირებულია ერთმანეთთან ნივთიერებათა და ენერგიის გაცვლით. ეს ტერმინი მიესადაგება როგორც ბუნებრივ (მთები, ტყეები და ა.შ.), ისევე ხელოვნურ (სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ბაღები და ა.შ.) ეკოლოგიურ სისტემას. ყოველ ეკოლოგიურ სისტემას ახასიათებს ნივთიერებათა და ენერგიის გაცვლათა თავისებურებები, რომელთა დანაკლისს მოჰყვება ეკოლოგიური სისტემის სტაბილურობის დარღვევა, რაც აუარესებს გარემოს ხარისხს და ზრდის ეკოლოგიური კრიზისის საშიშროებას.

ახალი ცნების – ადამიანის ეკოლოგიური სისტემის აღმოცენებამ ხელი შეუწყო ბიოსფეროს რესურსების გამოყენებისა და საზოგადოებრივი განვითარებისადმი კომპლექსურ მიდგომას. ეკოლოგიური სისტემა გარდაიქმნა საზოგადოების აღწარმოების ინტეგრალურ რესურსად.

ტერმინი „ეკოსისტემა” 1935 წელს იქნა შემოთავაზებული ინგლისელი ბოტანიკოსის ა. ტენსლის მიერ.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9