ეგ ევ ეთ ეკ ემ ენ ეპ ერ ექ
ეთნ

ეთნოგრაფიული ჯგუფი

E. Ethnographic group
Rus. Этническая группа
ეროვნების ან ერის ლოკალური ნაწილი, რომლის კულტურასა და ყოფაში შემონახულია ზოგიერთი თავისებურება (დიალექტი, მატერიალური და სულიერი კულტურის სპეციფიკა, რელიგია და სხვ.) ეთნოგრაფიული ჯგუფი ჩვეულებრივ წარმოიქმნება ეროვნების ან ერის მიერ სხვა ერის წარმომადგენელთა ასიმილაციის ან ტომების ერთ ეროვნებად შერწყმის შედეგად, აგრეთვე ხალხის ნაწილის ხანგრძლივი მოწყვეტით ძირითადი ეთნოსის მასისაგან (მიგრაცია, სახელმწიფო საზღვრების შეცვლა და სხვა. ახალი ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმოქმნაში დიდ როლს ასრულებს რელიგია, წოდებრივი ჯგუფები და სხვ.

ეთნოგრაფიული ჯგუფისგან განასხვავებენ უფრო ფართო ცნებას – ეთნიკურ ჯგუფს, რომელშიც რამდენიმე ახლო მონათესავე ხალხთა ჯგუფი იგულისხმება (მაგ. სლავები).

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9