ეგ ევ ეთ ეკ ემ ენ ეპ ერ ექ
ეთნ

ეთნოლოგია

E. Ethnology
Rus. Этнология
ხალხის ყოფისა და კულტურის, წარმოშობის, განსახლებისა და კულტურულ-ისტორიული კავშირის შემსწავლელი ჰუმანიტარული მეცნიერება. ეთნოლოგია იკვლევს ეთნიკურ კულტურათა საერთო და განსხვავებულ ფორმებს, მათი განვითარების კანონზომიერებებს, იმას, თუ რა წვლილი შეუტანია კაცობრიობის კულტურის საგანძურში ამა თუ იმ ხალხს. ეთნოლოგია იმასაც სწავლობს, თუ რა განაპირობებს და ასაზრდოებს სხვადასხვა ხალხში დამკვიდრებულ ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებს, ყოფაქცევის ნორმებს.

ეთნოლოგია როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, XIX ს. მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, თუმცა მისი ცოდნის საწყისები შორეული წარსულიდან მომდინარეობს.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9