ეგ ევ ეთ ეკ ემ ენ ეპ ერ ექ
ევა ევგ

ევგენიკა

E. Eugenics
Rus. Евгеника
მოძღვრება ადამიანის მოდგმის, მისი მემკვიდრული ბუნების გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. ევგენიკის მიზანია შეიმუშაოს ადამიანის ევოლუციაზე აქტიური ზეგავლენის შესაძლო მეთოდები, გამოიკვლიოს ნიჭისა და ტალანტის მემკვიდრეობით გადაცემის პირობები და კანონები, მემკვიდრული დაავადებების შთამომავლობაზე გადაცემის შეზღუდვის შესაძლებლობა. ტერმინი „ევგენიკა“ შემოიღო ინგლისელმა ბიოლოგმა ფ. გალტონმა 1869 წელს. იგი ევგენიკის ამოცანად მიიჩნევდა ჯანსაღ წყვილთა ქორწინების წახალისებას, ხოლო არასასურველთა შეუღლების შეზღუდვას.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9