ობ ოვ ონ ორ ოჯ
ოჯა

ოჯახი დემოკრატიული

E. Democratic family
Rus. Демократическая семья
იგულისხმება ურთიერთობის ფორმა ოჯახის წევრებს შორის. ოჯახი დემოკრატიული ეფუძნება მეუღლეებს შორის როლების განაწილებას არა ტრადიციების შესაბამისად, არამედ მათი პიროვნული თვისებებისა და უნარის მიხედვით, თითოეული მათგანის თანაბარ მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, მოვალეობათა ნებაყოფლობით განაწილებაზე, ბავშვების აღზრდას დაფუძნებულს შეგნებაზე და არა ძალდატანებაზე. ოჯახი დემოკრატიული ძირითადად გავრცელებას იწყებს კაპიტალისტურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებასთან ერთად.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9