კა კე კლ კმ კო კრ
კალ

კალენდარი დაბადებათა

E. Birth calendar
Rus. Календарь рождений
რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში დროის მიხედვით დაბადებათა განაწილება. კალენდარი დაბადებათა ჩვეულებრივ იზომება ქალების იმ კოჰორტის მიმართ, რომლებმაც დაამთავრეს ბავშვთა შობა ან გაიარეს ცოლ-ქმრული ცხოვრების გარკვეული პერიოდი.

კალენდარი დაბადებათა დადგენა სხვადასხვანაირად შეიძლება:
1) კოჰორტაში პროტოგენეტიკური და ინტერგენეტიკური ინტერვალების საშუალო მნიშვნელობების მიხედვით;
2) სხვადასხვა რიგითობის ბავშვების დაბადებისას კოჰორტაში დედების საშუალო ასაკს შორის სხვაობით.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9