ფე ფი ფრ ფს ფუ
ფუნ

ფუნქცია დემომეტრიული

E. Demometric function
Rus. Функция демометрическая
კოჰორტაში დემოგრაფიული პროცესის რაოდენობრივი მახასიათებელი, რომელიც გამოიხატება როგორც დროის ინტერვალის ფუნქცია კოჰორტის ფორმირების მომენტიდან. ფუნქცია დემომეტრიულის არგუმენტად შეიძლება გამოდიოდეს ნებისმიერი დემოგრაფიული მდგომარეობის ხანგრძლივობა – ასაკი, ქორწინების ხანგრძლივობა და ა.შ. ფუნქციად შეიძლება გამოდგეს ნებისმიერი დემოგრაფიული პროცესის რაოდენობრივი მახასიათებელი, რომლის მნიშვნელობა ცალსახად თანაეფარდება არგუმენტის მნიშვნელობებს და აქვს აზრი დემოგრაფიული თვალსაზრისით.

ფუნქცია დემომეტრიულის მახასიათებლებია ცხრილები, დიაგრამები და აგრეთვე სხვადასხვა სახის განმაზოგადებელი სიდიდეები, რომლებიც აღებულია ფუნქციის განსაზღვრის სფეროს ფარგლებში. მაგ., შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი როგორც შობადობის ფუნქციის მახასიათებელი.

ერთარგუმენტიანი ფუნქცია დემომეტრიულის გარდა გამოიყენება აგრეთვე ორარგუმენტიანი ფუნქცია დემომეტრიული მაგრამ, შობადობა როგორც დაქორწინების ასაკისა და ქორწინების ხანგრძლივობის ფუნქცია. იმ შემოხვევაში, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა ან სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლები განიხილება როგორც კალენდარული დროის ფუნქცია, ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ ფუნქცია დემომეტრიულად, თუმცა მათ აქვთ ფუნქცია დემომეტრიულისთვის დამახასიათებელი ბევრი თვისება.

ფუნქცია დემომეტრიულებს ფართო გამოყენება აქვთ დემოგრაფიაში. დემოგრაფიული ცხრილების ყოველი მაჩვენებელი შეიძლება განიხილებოდეს როგორც ფუნქცია დემომეტრიულის მნიშვნელობა.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9